Indira Nagar Road Number 4, Postal Park, Mithapur, Patna, Bihar, Bindi Bhawan, Georgia, Patna - 800001

წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე. თქვენს მიერ nineski.com ვებ-გვერდზე შესვლა და ამ ვებ-გვერდზე ან მისი მეშვეობით პროდუქციის შეძენა, მიღებული ინფორმაციის ან მომსახურების გამოყენება გულისხმობს იმას, რომ თქვენ თანახმა ხართ შეასრულოთ ამ მოხმარების წესებით დადგენილი პირობები. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით Nineski.com-ს მიერ დადგენილ
 მოხმარების წესებს გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ვებგვერდით სარგებლობა.

nineski.com იტოვებს უფლებას პერიოდულად შეცვალოს ხელმისაწვდომი ნივთების ჩამონათვალი, მათი ფასები, შესყიდვის პირობები და მიტანის მომსახურების პირობები მომხმარებელთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოდიფიცირებული შეთანხმება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან და იმოქმედებს ვებგვერდზე პუბლიკაციის შემდგომ განხორციელებულ გარიგებებზე.

Nineski.com არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ეს ვებ-გვერდი ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.

შეკვეთის განთავსებისა და მიწოდების პირობები


ინტერნეტ მაღაზიით საქონლის ყიდვა (შეძენა) წარმოადგენს რიგ პირობებს რომელსაც ასრულებს
 მომხმარებელი (მყიდველი). ესენია:

  • საქონლის (პროდუქტის) არჩევა და მისი დამატება
 მომხმარებლის კალათაში;
  • მომხმარებლის (მყიდველის) საიტზე რეგისტრაცია; რეგისტრაციის დროს შეყვანილი უნდა იქნას მომხმარებლის რეალური მონაცემები და აქტუალური ინფორმაცია. ნებისმიერი პასუხისმგებლობა რეგისტრაციის დროს შეყვანილ ინფორმაციაზე ეკისრება
 მომხმარებელს;
  • შეკვეთის განხორციელებისათვის და ანგარიშსწორების გაფორმებისათვის აუცილებელია მონაცემების მითითება. შეკვეთის გაფორმებად ითვლება მომხმარებლის თანხმობა იმ დროისათვის არსებულ გამყიდველის აქტუალურ მოხმარების წესებზე. მიწოდების სერვისით სარგებლობა ფასიანია, რაც მითითებულ იქნება ყოველი კონკრეტული ნივთის ყიდვის შემთხვევაში.
  • გვაქვს შესყიდვის ორი ვარიანტი:
  1. პროდუქცია რომელიც არის საქართველოში მიწოდება ხდება შეკვეთიდან 2-3 სამუშაო დღეში.
  2. პროდუქცია რომელსაც აღენიშნება წარწერა ”წინასწარ შეკვეთით” იგზავნება თურქეთიდან და მიწოდება ხდება 7-14 სამუშაო დღეში.

შეკვეთის გაუქმება

  • ჩვენ შეიძლება გავაუქმოთ შეკვეთა, თუ რომელიმე ნივთი არ არის ხელმისაწვდომი რაიმე მიზეზის გამო. ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და დავაბრუნებთ თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ.
  • თქვენ შეკვეთის გაუქმების უფლება არ გაქვთ

დაბრუნება ან გადაცვლა

პროდუქციის დაბრუნება და ზომაში გადაცვლა ხდება მხოლოდ საქართველოს საწყობში არსებულ პროდუქციაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
ნივთის უკან მობრუნების სრული ხარჯი ეკისრება მომხმარებელს. ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობაა რომ მას ჰქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი და მათ შორის ყუთი.

წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში თურქეთიდან მოწოდებული პროდუქციის დაბრუნება ან ზომაში გადაცვლა არ ხდება.

ანგარიშსწორების პირობები


მომხმარებელს შეუძლია nineski.com ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს საგადახდო ბარათის გამოყენებით. გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის უსაფრთხო გადახდების სისტემით.
გადახდისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი ბანკის მიერ გამოშვებული Visa, Master Card ან American Express ბარათები.

შეძენის განხორციელება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.